„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
434/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-29
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016030
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 9 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  

მინისტრის ბრძანება №434/ნ

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის  9 მარტის №71/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის  9 მარტის №71/ნ ბრძანების (სსმ III, 11.03.2010 , №26 , მუხ. 387) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების 2010 წლის პროგრამაში (დანართი №1) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. განხორციელების ვადები

1. 2007 წლამდე სახელმწიფო დაკვეთით მიღებული რეზიდენტების მომზადების კომპონენტი ხორციელდება 2010 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2. დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების რეფორმის მხარდაჭერის კომპონენტი ხორციელდება მრავალწლიანი შესყიდვის საშუალებით.“.

ბ) ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                   ი. გიორგობიანი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია