სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განსკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
293
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-13
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.002.
სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განსკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №293

2002 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალდებულებათა დაფარვისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების წესის შესახებ

ეს წესი შემუშავებულია „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად და ადგენს საგარეო ვალდებულებათა დაფარვისა და მომსახურებისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან საქარ­თველოს რეზიდენტი იურიდიული პირების (შემდგომში – ეკონომიკური აგენტის) მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების ან ამგვარი მიწოდების მიზნით შემუშავებული შესაბამისი პროგრამების დაფინანსების პირობებს.

1. წესი შემუშავებულია სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების გაუმჯობესების, ეროვნული წარმოების სტიმულირებისა და საქარ­თვე­ლოს ეკონომიკური აგენტების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, რომელთაც აქვთ სათანადო საქმიანი კონტაქტები და უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ პროდუქციის ექსპორტს კრედიტორი ქვეყნებისათვის.

2. სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის დაფარვისა და მომსა­ხურებისათვის განკუთვნილი სახსრებიდან საქართველოს რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ანაზღაურებული სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი ვალის დაფარვისა და მომსახურების მიზნით მოცემულ წელს გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას.

3. დაფინანსების განხორციელებისათვის აუცილებელია არსებობდეს კრედიტორი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება, რომ ამ ქვეყნებში რომელიმე კონკრეტული პროდუქციის (სამუშაოს, მომსა­ხუ­რე­ბის) ექსპორტის შემთხვევაში ექსპორტირებული პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულების შესაბამისად შეამცირებენ ამ ქვეყნებისად­მი საქართველოს სახელმწიფო ვალის სახით არსებულ ფინანსურ ვალდე­ბუ­ლებათა მოცულობას.

4. იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო დავალიანების მოცულობის შემცირება წინ უსწრებს ეკონომიკური აგენტის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტრო და დაფინანსება ხორციელდება საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური აგენტს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.

5. მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიღებს მე-3 მუხლში მითითებულ შეტყობინებას, ფორმდება სათანადო ხელ­შეკრულება იმ ეკონომიკურ აგენტებთან, რომელთაც ფინანსთა სამინის­ტროში წარმოდგენილი აქვთ განაცხადი იმის თაობაზე, რომ საკუთარი სახსრებით მოახდენენ პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ექს­პორტს სახელმწიფო საგარეო ვალის დაფარვისა და მომსახურების ანგარიშში.

6. ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული შემდეგი:

ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გამოგზავნილი შეტყობინების თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ხელშეკ­რულების ხელმოწერას;

ბ) რომელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდება ხდება (მოხდა) სახელმწიფო ვალის შესამცირებლად;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძველი იქნება კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა შეტყობინება, რომ საქართველოს ფინანსური ვალდებულება კრედიტორი ქვეყნის წინაშე შემცირებულია კონკრეტული თანხით;

დ) მხარეთა ვალდებულებები, მათ შორის, ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, წინასწარ შეათანხმოს ფინანსთა სამინისტროსთან მის მიერ სახელმწიფო ვალის დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნის ტე­რი­ტორიაზე წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოს, მომსახურების) ღირებულება;

ე) მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფო საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურების ვადა;

ვ) სადისკონტო განაკვეთი, რომლის გათვალისწინებითაც მოხდება ეკონომიკური აგენტისათვის თანხების ანაზღაურება.

7. იმ შემთხვევაში, როდესაც მე-3 მუხლში ხსენებულ შეტყობინებაში მითითებულია კონკრეტული სახის პროდუქცია, რომლის მიწოდებაზე არ არსებობს განაცხადი საკუთარი სახსრებით ამ საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდების თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს კონკურსს მიზნობრივი პროგრამის მომზადებისა და გამოვლენის მიზნით, რისთვისაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ იქმნება უწყებათაშორისი სატენდერო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები. კომისიის  შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სხვა უწყების წარმომადგენელიც.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №247 - სსმ III, №53, 17.04.2007 წ., მუხ.574

8. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული წარმოების სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია შეარჩიოს პროგრამები კონკურსის გამოცხადების გარეშეც.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №247 - სსმ III, №53, 17.04.2007 წ., მუხ.574

9. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №247 - სსმ III, №53, 17.04.2007 წ., მუხ.574

10. კონკურსი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მის გამართვამდე ორი კვირით ადრე მაინც.

11. პროგრამის შემუშავების ინიციატორი და წარმდგენი შეიძლება იყოს ნებისმიერი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი.

12. პროგრამა უნდა მოიცავდეს დასახელებას, ძირითად არსს, მიზ­ნებსა და ამოცანებს, მისი რეალიზაციის ეტაპებს, საჭირო ინვესტიციების მოცულობას და მისი დაფარვის წყაროებს, საქართველოს სახელმწიფო ვალის შემცირების გრაფიკს, პროგრამის რეალიზაციისათვის პასუხისმგე­ბელი იურიდიული პირების შესახებ მონაცემებსა და სხვა საჭირო ინფორ­მაციას.

13. პროგრამაში მითითებული უნდა იყოს, მოითხოვება სრული თუ ნაწილობრივი დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14. პროგრამას, გარდა კონკურსის გამოცხადებისას მოთხოვნილი სხვა ინფორმაციისა, უნდა დაერთოს ინფორმაცია ეკონომიკური აგენტის დავალიანებების შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის საფინანსო დაწესებულების ან რომელიმე სხვა კრედიტორის მიმართ.

15. პროგრამის მონაწილე პირები პროგრამას და თანდართულ დო­კუ­მენტებს განსახილველად წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტროს.

16. პროგრამული დაფინანსების შემთხვევაში ეკონომიკური აგენტის შერჩევისას სხვა მონაცემთა შორის გათვალისწინებული იქნება ეროვ­ნული წარმოების სტიმულირების შესაძლო ეფექტი და შეღავათი, რომელ­საც მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი თანხის გადახდისას სადისკონტო განაკ­ვეთის სახით, რომლის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოახდენს ანგარიშსწორებას ეკონომიკურ აგენტთან.

17. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №247 - სსმ III, №53, 17.04.2007 წ., მუხ.574

18. პროგრამული დაფინანსების შესახებ ხელშეკრულება, გარდა ამ ბრძანებულების შესაბამის მუხლებში მოცემული პირობებისა, უნდა ითვა­ლის­წინებდეს:

ა) ეკონომიკური აგენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდე­ბულებათა უზრუნველყოფის საშუალებებს საქართველოს მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად;

ბ) პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და დამთავრების თაობაზე ინფორმაციის წარდგენას ფინანსთა სამინისტროსათვის ხელშეკ­რულებაში მითითებული პერიოდულობით.

19. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პროგრამის დასრულებიდან ორ კვირაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს ინფორმაციას მიზნობრივი პროგრამის განხორციელების შედეგების თაობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №247 - სსმ III, №53, 17.04.2007 წ., მუხ.574

ე. შევარდნაძე

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანებულება №247 - სსმ III, №53, 17.04.2007 წ., მუხ.574

 

კრებსითი — სრული ვერსია