თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15/4
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-30
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016030
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში "თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე

 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 15/4

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებაში „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ,

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №12/6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: – ,,სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს – საკრებულო. ’’.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. მესტვირიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია