„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
1942
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-12-05
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-14
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.000.529
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საოლქო პროკურატურები იქმნება და ფუნქციონირებს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სამხარეო პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით.“

2. მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სხვა“.

4. 54-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 12 მაისი.

№1942–IIს

კრებსითი — სრული ვერსია