საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №447
1997 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებით შექმნილ სახელმწიფო კომისიაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კომისიის შემადგენლობიდან გამოყვანილ იქნეს დავით იაკობიძე.
2. კომისიის შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს მიხეილ ჭკუასელი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
ე. შევარდნაძე