„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N 1-1/1732 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2043
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-29
სარეგისტრაციო კოდი
040030040.22.024.016028
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის N 1-1/1732 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2043

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., №142, მუხ. 2033) დამტკიცებული ,,სახელმწიფოს 50 %-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-2 მუხლს დაემატოს მე-2 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,2. საწარმოს ხელმძღვანელის (სამეთვალყურეო საბჭოს არსებობისას – მისი წინასწარი თანხმობით) გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოსთან” შეთანხმებით, რომელიც ამ საკითხს თავის მხრივ ათანხმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული განკარგვისა და გადაცემის სხვა ფორმებიც”.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,41. დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ გადახდილ უნდა იქნეს ბეს თანხა, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ ერთი თვის გადასახადის (ქირა, საიჯარო ქირა და ა.შ) ოდენობას, რომელიც აგრეთვე წარმოადგენს, დროებითი სარგებლობიდან გამომდინარე, მოსარგებლის ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებას. ამასთან, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში არ გამოიყენება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 7 სექტემბრის №1–1/1487 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

 

კრებსითი — სრული ვერსია