საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2010 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის და მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №237 ბრძანება „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს დებულების დამტკიცების შესახებ“ .
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
შეტანილი ცვლიელებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 20.04.2011 წ.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №15 6 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 9 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.06.2013 წ.
4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 27.12.2013 წ.
6. ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის ბრძანება №69 - ვებგვერდი, 23.03.2015 წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს დებულება
1. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (შემდგომში – მაცნე) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოფს ნორმატიული აქტების გამოქვეყნებას, აგრეთვე ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მაცნე თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. მაცნე საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
4. მაცნე ს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. მაცნე ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. მაცნეს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, აბაშიძის ქ. №68.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 20.04.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 9 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 10.06.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 2. მაცნეს მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. მაცნეს მიზანია ნორმატიული აქტების სახელმწიფო აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი სისტემის საჯაროობის უზრუნველყოფა.
2. ამ დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად მაცნე უზრუნველყოფს:
ა) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოებას, ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებას მაცნეს ვებგვერდზე ;
ბ ) საქართველოს კანონმდებლობის სისტემატიზაციას და საკონტროლო მდგომარეობაში მოყვანას ელექტრონული სახით;
გ ) ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტების, აგრეთვე თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების მომხმარებლისთვის ელექტრონულად მიწოდება ს;
დ ) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფას;
ე ) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, განცხადებების, ნაშრომების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
ვ ) მაცნე ს ვებგვერდის მუდმივ სრულყოფას და გამართულად ფუნქციონირებას;
ზ ) მაცნე ს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადებას და მათ შესრულებას;
თ ) საჭიროების შემთხვევაში, ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემას და რეალიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ1) საქართველოს ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების, გარდა „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, თარგმნას ინგლისურ და/ან ქართულ ენაზე, აგრეთვე ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას;
ი) სახელმწიფო, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;
ი1) ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციას ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში;
კ) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლება-მოსილებათა განხორციელებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 20.04.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 27.12.2013 წ.
მუხლი 3. მაცნეს მართვის ორგანოები და მათი შექმნის წესი
1. მაცნე ს ხელმძღვანელობს მაცნე ს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მაცნე ს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი.
მაცნე ს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს მაცნე ს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს მაცნე ს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მაცნე ს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს მაცნეში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) უფლებამოსილია მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ცალკეული უფლება-მოვალეობების განხორციელება (მაცნე ს დოკუმენტაციის ხელმოწერით დამოწმების, მაცნე ს წარმომადგენლობის და სხვა) მიანდოს მაცნე ს ცალკეულ თანამშრომე ლს;
ვ) მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს მაცნე ს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მაცნე ს თანამშრომლებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
თ) უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, აიყვანოს და გაათავისუფლოს მაცნე ს საშტატო განრიგით გაუთვალისწინებელი თანამშრომლები;
ი) სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ;
კ) კანონმდებლობის შესაბამისად მაცნე ს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) ამტკიცებს მაცნე ს შინაგანაწესსა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას;
მ) მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მაცნე ს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მაცნე ს საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს, თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მაცნე ს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს;
ნ) განსაზღვრავს თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს კატეგორიებს;
ო) ამტკიცებს მაცნე ს ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებს;
პ) მაცნეში სტაჟირების გავლის მიზნით, ამტკიცებს სტაჟირების გავლის წესს, ნიშნავს და ათავისუფლებს მაცნე ს სტაჟიორებს;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას მაცნე ს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა მაცნე ს ამოცანების შესასრულებლად;
რ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა მაცნე ს ამოცანების შესასრულებლად;
ს) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მაცნე ს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური;
ბ) იურიდიული სამსახური;
გ) ადმინისტრაციული სამსახური;
დ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;
ე) საგამომცემლო სამსახური;
ვ) საფინანსო სამსახური;
ზ) (ამოღებულია - 28.12.11 №156);
თ) მთარგმნელობითი ცენტრი;
ი) ბეჭდური გამომცემლობის სამსახური.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 20.04.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 6. ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური
ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და რეგისტრაციის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ნორმატიული აქტების ელექტრონული წესით რეგისტრაციას;
ბ) ნორმატიული აქტების ელექტრონული ვერსიების სისტემატიზაციას;
გ) კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის სრულყოფას;
დ) ტექნიკური რეგლამენტების რეგისტრაციას ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 26 დეკემბრის ბრძანება №104 - ვებგვერდი, 27.12.2013 წ.
იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მაცნეს სამართლებრივ მომსახურებას;
ბ) მაცნე ს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვას და სასამართლო დავებზე მაცნე ს წარმომადგენ ლობას;
გ ) მაცნე ს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზს, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, აღრიცხვას და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნას;
დ ) შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას და ვიზირებას;
დ1) მაცნეს სახელით დასადები ხელშეკრულებების (გარდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა) მომზადებასა და ხელმოწერის პროცესის ორგანიზებას;
ე ) საჯარო ინფორმაციის გაცემას;
ვ ) მაცნე ს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახური
ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მაცნე ს თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ) მაცნე ს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას და წარმოებას;
გ) დადგენილი წესის შესაბამისად მაცნეში კონკურსთან , ატესტაციასთან და სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას;
დ) მაცნე ს შინაგანაწესის შემუშავებას და მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას, მაცნე ს თანამშრომელთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლს;
ე) თავმჯდომარის ბრძანებების რეგისტრაციას;
ვ) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აგრეთვე სხვა დოკუმენტების მიღებას და ელექტრონულ აღრიცხვას;
ზ ) მაცნეში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას, რეგისტრაციას და დროულად მიწოდებას მაცნე ს ხელმძღვანელობისთვის;
თ ) მაცნე ს სტრუქტურული ერთეულების მიერ დოკუმენტების დადგენილ ვადაში შესრულების მიმდინარეობაზე ინფორმაციის აღრიცხვას და შედეგების თაობაზე თავმჯდომარის ინფორმირებას;
ი ) (ამოღებულია - 05.10.2013 წ. №98);
კ ) (ამოღებულია - 05.10.2013 წ. №98);
ლ ) მაცნე ს მიერ დანერგილი სიახლეების პერიოდულ გაშუქებას;
მ ) პრესკონფერენციების, ბრიფინგების და შეხვედრების ორგანიზებას;
ნ ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობას;
ო ) (ამოღებულია - 05.10.2013 წ. №98);
პ ) მაცნე ს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას;
ჟ) მაცნეს ვებგვერდზე გამოგზავნილი მომხმარებელთა წერილების და წინადადებების შესწავლას და შესაბამის დამუშავებას;
რ) (ამოღებულია - 05.10.2013 წ. №98);
ს) მაცნეს არქივში არსებული დოკუმენტების შენახვა-დაცვას და არქივის გამართულად ფუნქციონირებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური უზრუნველყოფს:
ა) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით მაცნე ს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;
ბ) მაცნე ს ვებგვერდის გამართულ ფუნქციონირებას , ადმინისტრირებას, მაცნე ს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
გ) მაცნე ს კომპიუტერული და საკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფას, ლოკალური კომპიუტერული ქსელის მონტაჟს და მის შემდგომ ადმინისტრირებას, მაცნე ს ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირებას და ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფას;
დ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში მაცნე ს თანამშრომელთა ხელშეწყობას, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;
ე) მაცნეს მიერ განსახორციელებელი მომსახურებისათვის თანამედროვე და ნოვაციური სისტემების მოძიებას, შესწავლას და დანერგვას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 10. საგამომცემლო სამსახური
საგამომცემლო სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ნორმატიული აქტების, კანონმდებლობით სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, სასამართლო გადაწყვეტილებების, სხვა დოკუმენტებისა და ინფორმაციის ელექტრონული ვერსიების დამუშავებას და ვებგვერდზე განთავსებას;
ბ) ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემისთვის მომზადებას;
გ) საზოგადოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე პუბლიცისტური სტატიების, განცხადებების, ნაშრომების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
დ) თარგმნილი ტექსტების განთავსებას მაცნეს ვებგვერდზე.საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 101. ბეჭდური გამომცემლობის სამსახური
ბეჭდური გამომცემლობის სამსახური უზრუნველყოფს:
ა) ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის ბეჭდური სახით გამოცემას;
ბ) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს:
ა) მაცნე ს ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებას;
ბ) მაცნე ს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;
გ) ორგანიზაციებთან და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვას;
დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციას, ინვენტარიზაციის შედეგების დროულ განსაზღვრას და ბუღალტრულ აღრიცხვაში მის ასახვას;
ე) სალაროს მუშაობაზე კონტროლის განხორციელებას;
ვ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ორგანიზებას და კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების მომზადებასა და გაფორმებას;
ზ) მაცნე ს ყოველკვარტალური და წლიური ბიუჯეტისა და ბიუჯეტგარეშე სახსრების ხარჯთანუსხის შესრულების ანგარიშის (ბალანსის) შედგენას და მის წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
თ) ბალანსზე რიცხული არაფინანსური აქტივების დაცვას;
ი) ბეჭდური სახით გამოცემული ნორმატიული აქტებისა და კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების ოფიციალური ტექსტების, აგრეთვე იურიდიული ლიტერატურის რეალიზაციის აღრიცხვას;
კ ) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვას;
ლ) საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგებისათვის განაცხადის მომზადებას;
მ) მაცნეს ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალური და სხვა მომსახურების ორგანიზებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №156 - ვებგვერდი, 28.12.2011 წ.
მუხლი 121. მთარგმნელობითი ცენტრი
მთარგმნელობითი ცენტრი უზრუნველყოფს:
ა) საქართველოს ნორმატიული აქტების ან სხვა ოფიციალური (არაოფიციალური) დოკუმენტების თარგმნას ინგლისურ ენაზე;
ბ) ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებისა და სხვა ოფიციალური (არაოფიციალური) დოკუმენტების თარგმნას ქართულ ენაზე;
გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების შემუშავებას, ასევე ტერმინოლოგიურ მონაცემთა ბაზების შექმნას, განახლებასა და დახვეწას;
დ) (ამოღებულია - 05.10.2013 წ. №98);
ე) (ამოღებულია - 05.10.2013 წ. №98);
ვ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მთარგმნელობითი საქმიანობის განხორციელებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის ბრძანება №52 - ვებგვერდი, 20.04.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 07.10.2013 წ.
მუხლი 13. ნორმატიული აქტების ელექტრონული გამოქვეყნება
1. ნორმატიული აქტები ელექტრონული ფორმით ქვეყნდება მაცნეს ვებგვერდზე.
2 . ნორმატიული აქტის ოფიციალურ (იურიდიული ძალის მქონე) გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის მაცნე ს ვებგვერდზე პირველად გამოქვეყნება. ოფიციალური იურიდიული ძალა აქვს აგრეთვე საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს ვებგვერდზე ელექტრონული ფორმით განთავსებულ სისტემატიზებულ ნორმატიულ აქტებს.
მუხლი 14. გამოსაქვეყნებელი ნორმატიული აქტებისა და საინფორმაციო დოკუმენტების მაცნეში წარდგენა
1. მაცნეში ნორმატიული აქტის გამოსაქვეყნებლად წარდგენას უზრუნველყოფს დაინტერესებული უწყება.
2. სავალდებულო წესით გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის წარდგენას მაცნეში უზრუნვეყოფს დაინტერესებული უწყება ან პირი.
1. მაცნე ს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. მაცნე ს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მაცნე ს დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ ) ნორმატიული აქტების გამოქვეყნებიდან, აგრეთვე ვებგვერდზე განთავსებული სისტემატიზებული ნორმატიული აქტებით სარგებლობისა და თემატურად კლასიფიცირებული ნორმატიული აქტების ელექტრონულად მიწოდებისთვის დაწესებული მომსახურების საფასურიდან მიღებული შემოსავალი;
გ ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 17. მაცნეს სახელმწიფო კონტროლი
1. მაცნე ს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს მაცნე ს საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აჩერებს მისი უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
2. მაცნემ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე მაცნე ს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები მაცნე ს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. მაცნეს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს, გაასხვისოს სხვა პირებზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5 . მაცნე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
6 . მაცნე ს წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 18. მაცნეს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მაცნე ს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრის ბრძანებით.