საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
207
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-05-02
გამოქვეყნების თარიღი
2002-05-08
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №207

2002 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ადმინისტრაციულ მოწყობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობის საკითხთა გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მაისის №321 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად:

1. დამტკიცდეს გარდაბნის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 28 დეკემბრის №94 გადაწყვეტილება აღთაქლის თემიდან სოფლების – აღთაქლის, ყარათაქლის და ყარაჯალარის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ.

2. დამტკიცდეს წალკის რაიონის საკრებულოს 2001 წლის 1 დეკემბრის №12 გადაწყვეტილება ნარდევანის თემიდან სოფელ აიაზმის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ.

3. დამტკიცდეს თელავის რაიონის საკრებულოს 2002 წლის 27 მარტის №4 გადაწყვეტილება სანიორის თემიდან სოფელ ართანას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია