ქ. თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №14- 81
2010 წ ლის 27 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: „ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის № 1-4 გადაწყვეტილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულებაში, შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
ა) V თავის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ თ“ ქვეპუნქტი:
„ თ) „ ქ. თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაცემული საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების შენახვა და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მათი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დაბრუნება.“ ;
ბ) V თავის მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, ქალაქ თბილისის საკრებულოს ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების ქალაქებთან, თვითმმართველობის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში ურთიერთობების დამყარება;
გ) დაძმობილებულ და პარტნიორ ქალაქებთან ურთიერთობების წარმართვა და მათთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარება;
დ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრების და აპარატის თანამშრომელთა უცხოეთის სახელმწიფოებში მივლინებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, პასპორტებისა და ვიზების გაფორმების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ე) შემოსული უცხოენოვანი კორესპო ნ დენციის ქართულად თარგმნა;
ვ) ქ. თბილისის საკრებულოს წევრებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის უცხოენოვანი დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.’’;
გ) V თავის 161 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 161.
პროტოკოლისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებთან ურთიერთობა, ეროვნული დღესასწაულების მილოცვა, საკრებულოს მიერ გასამართ სხვადასხვა ღონისძიებებზე მათი მოპატიჟების ორგანიზება;
ბ) საკრებულოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ დელეგაციებთან თუ ცალკეულ პირებთან შეხვედრების ორგანიზება, დელეგაციების მიღება, უცხოენოვან დელეგაციებთან სინქრონული თარგმანის წარმოება საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებასთან თანამშრომლობით;
გ) უცხოური დელეგაციების დახვედრა, განთავსება და ვიზიტთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება (აეროპორტი, სასტუმრო, ქალაქში გადაადგილება, გაცილება);
დ) საკრებულოს ეგიდით გასამართი ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
ე) საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს ცალკეულ წევრებთან მოწვეული სტუმრების დახვედრა და გაცილება;
ვ) ქ. თბილისის საკრებულოს ვებ-საიტის ინგლისურენოვანი ვერსიის მომზადება, ამ ვერსიის განახლებისთვის საჭირო ინფორმაციის ინგლისურენოვანი თარგმანი;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ დებულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.’’ .
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი