"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-06
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.121.016021
"ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №41

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. ვანი

,,ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული  აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

მუხლი 1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის 56-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობზე კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის დოკუმენტაციის მომზადება და შეთანხმება“.

 მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გია ოჩხიკიძეს.

 მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                დ. კაკაბაძე

კრებსითი — სრული ვერსია