ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 37
2010 წლის 27 დეკემბერი
ქ. ვანი
,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 11 დადგენილებაში ცვლილებები ს შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
მუხლი 1. ,,ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს № 11 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გია ოჩხიკიძემ.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. კაკაბაძე