საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
176
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-04-16
გამოქვეყნების თარიღი
2002-04-18
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.05.002.002.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე"

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №176

2002 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია