„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016034
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №74

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №28 ბრძანების (სსმ III, 30.07.2010წ., №93, მუხ. 1383) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სატყეო სააგენტოს მიენიჭოს უფლება გამოიყენოს სატყეო დეპარტამენტის ბეჭდები და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები 2011 წლის 1 მარტამდე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან.

გ.ხაჩიძე

კრებსითი — სრული ვერსია