დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
18-65
მიმღები ორგანო
დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-23
სარეგისტრაციო კოდი
330120000.35.156.016030
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება მშენებლობა/მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)განსაზღვრის შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 

 

 

 

 

 
დადგენილება №18-65

2010 წლის 24 დეკემბერი                

ქ. დმანისი

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველ კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის სახეობის (რომელთა განთავსება /მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი)  განსაზღვრის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ” ქვეპუნქტის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

1. განისაზღვროს პირველ კლასს დაქვემდებარებული შემდეგი სახეობების შენობა-ნაგებობები, რომელთა განთავსება/მშენებლობა არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას:

ა) 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;

 ბ) 20მ3-მდე მოცულობის 10 მ-დე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10- მდე ჩაღრმავების მქონე ნაგებობა;

გ) გრუნტის ზედაპირიდან 2,2 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე;

დ) V კატეგორიის ელექტროსადგურები (ჰიდროელექტროსადგური 50 კვტ-მდე, მზის და ბიოგაზის დანადგარი);

ე) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისთვის ტრანშეის /თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);

ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვით გათვალისწინებული ნაგებობა;

ზ) საზოგადოებრივ ადგილებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი 2,5მ-მდე სიმაღლისა და 6მ2-მდე ფართობის მქონე დროებითი შენობა-ნაგებობები ან /და დანადგარები;

თ) ხაზობრივი ნაგებობები – III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზები;

 ი) შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლები ან ტოლია 5-მ-ისა.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 იანვრის დადგენილება №1-3 - ვებგვერდი, 18.01.2011 წ.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 03.02.2011 წ.

2. დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების ასაშენებლად სავალდებულოა მშენებლობის ნებართვა, თუ სამშენებლო მიწის ნაკვეთი მდებარეობს:

ა) საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ღერძულა ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ღერძული ხაზიდან 100-მეტრიან ზონაში.

ბ) დაცული ტერიტორიების მიმდებარედ 300-მეტრიან ზონაში, წყალდაცვითი ზოლების მიმდებარედ 50-მეტრიან ზონაში და სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში.

3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე  ბ. მგელაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 იანვრის დადგენილება №1-3 - ვებგვერდი, 18.01.2011 წ.

2. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 იანვრის დადგენილება №2-6 - ვებგვერდი, 03.02.2011 წ.

3. ძალადაკარგულია - დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №3-13 -ვებგვერდი, 02.03.2011 წ.                                                                                                                                           

 

კრებსითი — სრული ვერსია