საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4126-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-17
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-27
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016139
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 922 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. 1556 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით დადგენილი თამბაქოს პროდუქციის დიზაინის დარღვევა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.“.

3. 1645 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.   ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოების სფეროში ლიცენზიის გარეშე საქმიანობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.“.

4. 1711 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მასობრივი თავშეყრის ადგილის დახურული შენობა-ნაგებობების, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მფლობელთა მიერ, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულება-ორგანიზაციების დახურული შენობა-ნაგებობების, სკოლამდელი აღზრდის, სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულება-ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობა –

გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4126–რს

კრებსითი — სრული ვერსია