საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №163
2002 წლის 9 აპრილი
ქ. თბილისი
იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის განხორციელებისას წამოჭრილი პრობლემების გადაჭრისა და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (დ. კირვალიძე):
ა) ორ კვირაში შეიმუშაოს და დაამტკიცოს პროგრამა 2 KR-ით მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის გამოყენების ახალი წესი, რომელშიც გაითვალისწინებს სპეციალისტების მიერ 4 წლის განმავლობაში რეალურად შესაძლებელი გადასახდელი თანხის დაგროვების მექანიზმს;
ბ ) იაპონიის მხარესთან შეთანხმებული პრიორიტეტების შესაბამისად დაამტკიცოს საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების დაბრუნების პირობით განაწილების წესი .
საქ ართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება №38-სსმIII,№12,13.02.2003წ.,მუხ112
11. პირველი პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტის თანახმად გაცემული თანხები დაბრუნების შემდგომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიიმართოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიზნობრივი პროექ ტების გასახორციელებლად .
საქ ართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება №38-სსმIII,№12,13.02.2003წ.,მუხ112
12. იაპონიის პროგრამა 2 KR გრანტის მონიტორინგის გან ხორცი ელებისათვის საპარტნიორო ფონდში არსებული თანხებიდან ყოველ წლიურად 50000 ( ორმოცდაათი ათასი ) ლარი გამოყენებულ იქნეს საქარ თველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ გან საზღვრული მართვის ჯგუფის მიერ .
საქ ართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება №38-სსმIII,№12,13.02.2003წ.,მუხ112
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) განიხილოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიღებიდან მეოთხე წელს დარჩენილი თანხების შევსების შესაძლებლობა იმ დროისათვის ქვეყნის ბიუჯეტში არსებული შემოსავლების გათვალისწინებით.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს სამდივნომ.
4. ამ ბრძანებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივლისის №419 ბრძანებულების მე-2 პუნქტი და მე-3 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები.
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქ ართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 9 თებერვლის ბრძანებულება №38-სსმIII,№12,13.02.2003წ.,მუხ112