„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
123/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2010-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-28
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016038
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №123/ნ

2010 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანებაში” ცვლილებების  შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1.   თბილისის ისანი-სამგორის რაიონის:

ა)  №40 საჯარო  სკოლას  ეწოდოს  ,,№172 საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს  შემდეგი: ,,ქ. თბილისი, ვაზისუბნის დასახლება, მე-4 მ/რ,  პირველი  კვარტალი”;

ბ) №78 საჯარო სკოლას ეწოდოს  ,,№106 საჯარო სკოლა”, ხოლო მისამართად განესაზღვროს შემდეგი: ,,ქ. თბილისი, ბოგდან  ხმელნიცკის ქუჩა, საავიაციო ქარხნის მე-4 დასახლება”.

მუხლი 2. ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448  ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, №112,  მუხ. 1233) მე-2 დანართით დამტკიცებულ  თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა)   პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1

№172  საჯარო სკოლა

ქ. თბილისი, ვაზისუბნის დასახ., მე-4 მ/რ,

პირველი  კვარტალი

დაწ-საბ-საშ

 

ბ)  47 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

47

№106 საჯარო სკოლა

ქ. თბილისი, ბოგდან  ხმელნიცკის ქ., საავიაციო ქარხნის მე-4  დასახლება

დაწ-საბ-საშ

 

მუხლი 3.  ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                               ა.  სეფერთელაძე

კრებსითი — სრული ვერსია