საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №100
2002 წლის 8 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში:
1.(ძალადაკარგულია).
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დროებითი დებულება.
3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით შეიქმნას სამეთვალყურეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული
ვლადიმერ დარჯანია – ქალაქ თბილისის პრემიერის მოადგილე
ვაჟა კაპანაძე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე
რომან კუსიანი – საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი მმართველობის რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე
ლაშა მინდელი – ქალაქ რუსთავის მერი
ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი.“.
ე. შევარდნაძე
1. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის ბრძანებულება №210 - სსმ III, №43, 08.05.2002 წ., მუხ.394
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის ბრძანებულება №210 - სსმ III, №43, 08.05.2002 წ., მუხ.394