საქართველოს კანონი
„უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №82, 6.08.2003, მუხ. 727) ფსიქოტროპული ნივთიერებების თანდართულ ნუსხას ანბანური თანამიმდევრობით დაემატოს
| თიანეპტინი | 0,12 5 | 1,2 5 | 12, 5 |
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დ . ბაქრაძე
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4039-რს