"საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
1050
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2010-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-28
სარეგისტრაციო კოდი
480070000.08.002.016109
"საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 1050

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებით (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ.928) დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხაში შეტანილ იქნეს შ ემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოს საელჩო აშშ-ში.”;

ბ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,18. საქართველოს საელჩო იაპონიაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კორეის რესპუბლიკა შ ი.”;

გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში, რომელი ც აკრედიტებულია ასევე ტაილანდის სამეფოში.”;

დ) 49-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე პუნქტი:

,,50. საქართველოს საელჩო კანადაში.”.

2. ეს ბრძ ა ნებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია