წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
37
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.000194
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.122.000.194

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2010 წლის 28 ივლისი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია თანდართული დანართის მიხედვით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ბეჭდით ამოწმებენ მათთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებულ დოკუმენტაციას.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

4. ადგილობრივი ბიუჯეტის ანგარიშსწორების საბანკო ანგარიშზე ოპერაციათა წარმოებისას, აგრეთვე საბუღალტრო-სააღრიცხვო და საბიუჯეტო ანგარიშგების საფინანსო დოკუმენტაცია მოწმდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის №3 გამგეობის საფინანსო სამსახურის ბეჭდით.

5. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭედზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ” წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 28 სექტემბრის №99 დადგენილება.

 6. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას /გ. შუბლაძე/.

7. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს წყალრუბოს რაიონულ სასამართლოში (ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №31) კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი ზ.მეტრეველი

შეტანილი ცვლილებები:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის დადგენილება № 52 - სსმ V, № 36 , 11.10.2010 წ ., მუხ . 1051

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 05.01.2011წ.

3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

4. ძალადაკარგულია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №25 – ვებგვერდი, 30.08.2013წ.

დანართი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 სექტემბრის დადგენილება №52-სსმV, №36, 11.10.2010წ.,მუხ.1051

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის დადგენილება №81 - ვებგვერდი, 05.01.2011წ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 მარტის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 30.03.2012წ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობით ი და აღმასრულებელი ორგანოების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების ბეჭდების ნუმერაცია

№1 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

№2 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.

№3 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.

№4 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

№5 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.

№6 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

№7 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო -სამაშველო სამსახური.

№8 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

№9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური.

№10 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

№11 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქ. წყალტუბოში.

№12 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ გეგუთში.

№13 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გვიშტიბის თემში.

№14 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო გუმბრის თემში.

№15 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო დღნორისის თემში.

№16 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მაღლაკის თემში.

№17 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მექვენის თემში.

№18 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო მუხიანის თემში.

№19 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ოფურჩხეთის თემში.

№20 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ოფშკვითში.

№21 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო პატრიკეთის თემში.

№22 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რიონის თემში.

№23 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ საყულიაში.

№24 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო სოფელ ფარცხანაყანევში.

№25 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ქვიტირის თემში.

№26 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო ცხუნკურის თემში.

№27 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო წყალტუბოს თემში.

№28 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

№29 წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური.

კრებსითი — სრული ვერსია