წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.122.000193
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.122.000.193

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2010 წლის 28 ივლისი

ქ. წყალტუბო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის) თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).

2. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღიცხვის და გაწვევის სამსხურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).

3. დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №3).

4. ამ დადგენეილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 იანვრის №5 დადგენილება.

5. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (ზ. ლექვინაძე).

6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით (ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. №31).

7. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი           ზ. მეტრეველი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის დადგენილება №9 – ვებგვერდი, 05.03.2012წ.

დანართი №1

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის) თანამდებობრივი სარგოები

 

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი

700

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

500

8

გამგებლის თანაშემწე, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი

450

9

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი-გამგეობის რწმუნებული

400

10

მთავარი სპეციალისტი

420

11

წამყვანი სპეციალისტი

380

12

უფროსი სპეციალისტი

340

13

სპეციალისტი

250

14

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი

240

დანართი №2

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

სამსახურის უფროსი

700

2

მთავარი სპეციალისტი

420

3

უფროსი სპეციალისტი

340

დანართი №3

სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

სამსახურის უფროსი

700

2

მთავარი სპეციალისტი

420

3

უფროსი სპეციალისტი

340

4

ათეულის მეთაური

270

5

მძღოლი

250

6

მეხანძრე

250

 

კრებსითი — სრული ვერსია