"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
82
მიმღები ორგანო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-20
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.122.016044
"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №82

2010 წლის 20 დეკემბერი

ქ. წყალტუბო                                                                                 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო   ადგენს:

1. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში (სსმ V, 12.08.2010 წ, №10, მუხლი 215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ბ) დადგენილების პირველ პუნქტში სიტყვების „დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის)“, ჩაიწეროს სიტყვები „დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის)“;

გ) დადგენილების №1 დანართში სათაურის  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“;

დ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური შემდგომში (სამსახური), წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას“.

ე) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას“.

ვ) გაუქმებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და შესაბამისად „ზ“ ქვეპუნქტს ეწოდოს „ვ“ ქვეპუნქტი; „თ“-ს - „ზ“ ქვეპუნქტი; „ი“-ს - „თ“ ქვეპუნქტი“; „კ“-ს - „ი“ ქვეპუნქტი და „ლ“-ს - „კ“ ქვეპუნქტი.

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისიას  (გიორგი შუბლაძე).

3. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                           მ. საღარეიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ბათილად იქნა ცნობილი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 11.02.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია