„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
52
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-05
სარეგისტრაციო კოდი
210020020.35.112.016022
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის N20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №52

2010 წლის 24 დეკემბერი

 ქ. ლანჩხუთი

 „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 29 აპრილის №20 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დადგენილების მე-4 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთები

   ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1500 ლარით.

   გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3750 ლარით.“

  2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           რ. ჩიტიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია