საქართველოს კანონი
„ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარალამენტის უწყებები, 1995 წ., №31-33, მუხ.692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებში, მე-8 მუხლის პირველ პუნქტში და მე-11 მუხლის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში სიტყვები „შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების“ შეიცვალოს სიტყვებით „შინაგან საქმეთა, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის“.
2. მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვების „შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „აგრეთვე, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 19 მარტი.
№1845–IIს