საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №407
2001 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიისათვის აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ასტროფიზიკური ობსერვატორიის კოლექტივის წინადადების საფუძველზე საქართველოს ასტროფიზიკურ ობსერვატორიას მიენიჭოს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებლისა და 60 წლის განმავლობაში მისი უცვლელი დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელი.
ე. შევარდნაძე