საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონიდან (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 671) ამოღებულ იქნეს 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 მარტი.
№1834–IIს