"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4058-რს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-24
სარეგისტრაციო კოდი
310150000.05.001.016104
"საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

 „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22(29), 1999 წელი,   მუხ. 104) მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ჯანდაცვის ორგანოების მუშაკებთან ერთად უზრუნველყონ მძღოლის წინასარეისო სამედიცინო შემოწმება (გარდა რეგულარული გადაყვანისა და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის შემთხვევებისა), აგრეთვე განახორციელონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაშავებულისათვის მძღოლის მიერ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის ჩვევების შესწავლის ღონისძიებები;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 15 დეკემბერი.

№4058–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია