საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №401
2001 წლის 8 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ოლიმპიური დღის დაწესების შესახებ
საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში საქართველოს შემადგენლობაში ინტეგრაციისა და ქვეყანაში ოლიმპიური იდეების პოპულარიზაციის მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინადადება და საქართველოში დაწესდეს ოლიმპიური დღე.
2. ოლიმპიური დღე აღინიშნოს ყოველი წლის 6 ოქტომბერს.
ე. შევარდნაძე