"ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ქ. თბილისის მერის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
31
მიმღები ორგანო
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი
2010-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.52.101.016006
"ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ქალაქ თბილისის მერის

ბრძანება № 3 1

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნ ორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის, ,,ს აქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

1. „ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება;“.

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ 1“ ქვეპუნქტი;

გ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;

დ) მე-5 მუხლის „დ“ და  „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011  წლის 1 იანვრიდან.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა

 

კრებსითი — სრული ვერსია