საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მ. ადეიშვილისათვის და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის ჯ. ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
296
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-07-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-07-30
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.05.002.002.
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მ. ადეიშვილისათვის და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის ჯ. ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №296

2001 წლის 28 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მ.ადეიშვილისათვის და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის ჯ.ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინა­ლის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მარტის №105 ბრძანებულებიდან და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და ევროპისა და განვითარების ბანკს შორის 2001 წლის 9 მაისს მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარე მიენიჭოთ უფლებამოსილება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს მ. ადეიშვილსა და ფოთის საზღვაო ნავ­სადგურის უფროსს ჯ. ინაიშვილს, რომ ხელი მოაწერონ პოლიტიკური მხარდაჭერის შეთანხმებას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფოთის საზღვაო ნავსადგურს, „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ-საქართველოსა“ და ევროპის რეკონ­სტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლო­ბასთან დაკავშირებით.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია