„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
388
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-24
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016119
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სა­ჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მა­­თი გა­­ნაკ­ვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­­რო­ბის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით (სსმ III, 2010 წ., №33, მუხლი 538) დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავ­ლების სამსა­ხუ­რის მიერ მომსა­ხურების გაწევისათვის საფა­სუ­რებსა და მა­თ გა­ნაკვეთებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლე­ბები და დამატება:

1. 55-ე და 56-ე გრაფები ამოღებულ იქნეს.

2. 57-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„57

დაინტერესებული პირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის

ტერიტორიაზე სატრანსპორტო

საშუალებიდან საქონლის გადმოტვირთვა და იმავე ან სხვა სატრანსპორტო

საშუალებაზე დატვირთვა

 

 

 

 

 

1 ტონა – 25 ლარი“.

 

 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 67-ე გრაფა:

 

„67

 

დეკლარირებისათვის საჭირო

დოკუმენტების წინასწარი განხილვა საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის

შემოტანამდე

 

 

 

 

 

 

100 ლარი.“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია