საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №279
2001 წლის 13 ივლისი
ქ. თბილისი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს თევზის კომპანია „არგოსათვის“ ხობის რაიონის სოფელ ყულევში 5 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის პირდაპირი განკარგვის წესით გამოყოფის შესახებ
შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ქაფშიის მოპოვებისა და მისი სამრეწველო გადამუშავების აღორძინების მიზნით:
1. შპს „საქართველოს თევზის კომპანია „არგოს“ თევზგადამმუშავებელი საწარმოებისა და ნავმისადგომების მოსაწყობად ხობის რაიონის სოფ. ყულევში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასში გამოეყოს 5 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ორ ნაკვეთად.
2. გამოყოფილი მიწის ფართობი ადგილზე გაიმიჯნოს შესაბამისი ნორმატიული ფასის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შემდეგ.
ე. შევარდნაძე