„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-24
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-03
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.143.000597
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.143.000.597

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 24 აგვისტო

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიაში გაწევრიანების შესახებ საკრებულოს წევრი განცხადებით მიმართავს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კომისიის წევრთა ერთიან სიას და წარუდგენს საკრებულოს. საკრებულო სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა ამტკიცებს კომისიის შემადგენლობას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ. ლომიძე

 

 

კრებსითი — სრული ვერსია