საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
265
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.05.002.002.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №265

2001 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №447 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:

1. ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი  (შემდეგში – თეატრი).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №447 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

2. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815

21. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უმოკლეს ვადაში:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს  თეატრის დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელ პირებთან შრომითი ხელშეკრულებების დადება;

ბ) შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები ბალეტის განვითარების საპრეზიდენტო პროგრამასთან დაკავშირებით და დასახოს მისი განხორციელების ღონისძიებები.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

4. მიეცეს უფლება საოპერო თეატრს, დამოუკიდებლად განსაზღვროს სტრუქტურა, თანამშრომელთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურების ფორმა და სიდიდე თეატრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების სახით გამოყოფილი ასიგნებებიდან და საკუთარი შემოსავლებიდან.

5. თბილისის საოპერო თეატრს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაეცეს შენობა-ნაგებობები, დანადგარ-მოწყობილობები, მის ბალანსზე არსებული სხვა სახელმწიფო ქონება და მიეცეს უფლება პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს სამეურნეო (კომერციული) და კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადის გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები მთლიანად მოხმარდეს საოპერო თეატრს.

6. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) საოპერო თეატრთან გააფორმოს სათანადო ხელშეკრულება ამ ბრძანებულების მე-5 პუნქტის შესაბამისად.

7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტის შედგენისას თეატრის მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მიხედვით განსაზღვროს ოპერის თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობე­სებისათვის საჭირო ხარჯები), უზრუ ნველყოს საბალეტო ხელოვნები­სათვის და საოპერო ხელოვნებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ცალ-ცალკე სტრიქონებად გამოყოფა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815

8. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (ი. ჩხარტიშვილი) საოპერო თეატრს კანონით დადგენილი წესით აღმოუჩინოს დახმარება მის მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების განხილვაში, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ თეატრის წარმატებულ საქმიანობას.

9. თბილისის საოპერო თეატრის, როგორც სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის დაცვის, აგრეთვე თეატრის კოლექტივის შემოქმედებითი მოღვაწეობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნეს ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წინადადება 2002 წლიდან საოპერო თეატრის რეკონსტრუქციის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების შესახებ მისთვის გამოყოფილი ტერიტორიის (თაბუკაშვილის ქუჩა №38, №40, №42, №44 და თაბუკაშვილის შესახვევი №5 მწვავე ავარიული სახლების) ხარჯზე. ამ მიზნით ხუთ თვეში აღმასრულებელი ხელისუფლების დაინტერესებული უწყებებისა და დაწესებულებების მონაწილეობით შემუშავდეს რეკონსტრუქციის პროექტი, განისაზღვროს სახელმწიფო დამკვეთი, სამუშაოთა შესრულების ვადები და დაფინანსების წყაროები. რეკონსტრუქციის მოსამზადებელ სამუშაოთა საერთო ხელმძღვანელობა უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ თ. ისაკაძემ.

10. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) კოორდინაცია გაუწიოს საოპერო თეატრის შენობის აღდგენა-გამაგრების, საპროექტო-საძიებო და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს.

11. მოწონებულ იქნეს ქ. თბილისის მერიის (ი. ზოდელავა, გ. შერაძე) სისტემატური და აქტიური მონაწილეობა საოპერო თეატრის მატერიალური და ტექნიკური საკითხების მოგვარების საქმეში.

12. საოპერო თეატრის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად ჩაითვალოს, შეიქმნას მზრუნველთა საბჭო საქართველოს კულტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ქ. თბილისის მერიის, სხვადასხვა დაინტერესებული უწყებების, ინტელიგენციის, ფინანსური, სამეწარმეო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 ივლისის ბრძანებულება №365 - სსმ III, №77, 30.07.2003 წ., მუხ.698

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815

3 . საქართველოს პრეზიდენტის 20 12 წლის 11 იანვრის ბრძანებულება № 24 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

4 . საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №44 7 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დებულება

(ძალადაკარგულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 სექტემბრის ბრძანებულება №369 - სსმ III, №95, 31.08.2004 წ., მუხ.815

კრებსითი — სრული ვერსია