"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3962-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-10
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-23
სარეგისტრაციო კოდი
240120000.05.001.016096
"რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 15) 22-ე მუხლის 11 პუნქტის:

ა) პირველ წინადადებაში რიცხვი „2011“ შეიცვალოს რიცხვით „2015“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებისა და სხვა დასახლებული პუნქტების გამზირებზე, ხიდებზე, მოედნებსა და სატრანსპორტო საშუალებებზე; მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით 20 საათიდან, ამ კანონის მე-8 მუხლით ალკოჰოლიანი სასმელების გავრცელებისათვის დადგენილი წესების გათვალისწინებით;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 10 დეკემბერი.

№3962–IIს

კრებსითი — სრული ვერსია