არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
171
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-05-01
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-17
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.05.002.001.
არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №171

2001 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების მიზნით დამტკიცდეს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ“ თანდართული დებულება.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 დეკე მბრის ბრძანებულება № 785 - ვებგვერდი, 02 . 12 .2011წ.

2 . საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

დებულება

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „არა­სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს და აწესრიგებს მოქალაქეთა მიერ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ვალდებულების მაგიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მო­იხადონ სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე.

თავი II

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესი

2. 18-დან 27 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქ ე , რომელიც იმყოფება ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით წერილობით უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, ექვემდებარება არასამხედრო, ალტერნატიული შრო მ ითი სამსახურის გავლას.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

3. მოქალაქე, რომელმაც უნდა გაიაროს სამხედრო სავალდებულო სამსახური და აქვს ამ ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მიზეზი, ვალდებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში განცხადებით მიმართოს თვითმმართველი ერ თ ეულის გამწვევ კომისიას, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამწვევ კომისიას.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

4. თვითმმართველი ერ თ ეულის გამწვევი კომისია, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის განმავლობაში განიხილოს მოქალაქის განცხადება და გამოიტანოს შესაბამისი და ს კვნა, რომელიც მის პირად საქმესთან ერთად საბოლოო დასკვნისათვის ეგზავნება მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიას (შემდეგში – სახელმწიფო კომისია).

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

5. სახელმწიფო კომისია ვალდებულია 1 თვის განმავლობაში განიხილოს და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა, რის საფუძველზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინის­ტრი გამოსცემს ბრძანებას მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ან გაწვევაზე უარის თქმის თაობაზე.

6. სახელმწიფო კომისია ვალდებულია წინასწარ აცნობოს არა­სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მსურველს მისი საკითხის განხილვის თარიღი.

7. მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაობაზე ცნობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი (შემდეგში – დეპარტამენტი) უგზავნის პირადად გაწვეულს, შესაბამის გამწვევ კომისიასა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციას.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 დეკე მბრის ბრძანებულება № 785 - ვებგვერდი, 02 . 12 .2011წ.

8. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამს ახურის გავლის ვადაა 18 თვე.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 დეკე მბრის ბრძანებულება № 785 - ვებგვერდი, 02 . 12 .2011წ.

9. დეპარტამენტი ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ ფარგლებში, სახელმწიფო კომისიის დასკვნის საფუძველზე, დაინტერესებული უწყებებიდან სახელმწიფო კომისიაში წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით შეიმუშავებს არასა მხედრო, ალტერნატ იული შრომითი სამსახურის გავლის ადგილების ნუსხას, რომელსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 2 დეკე მბრის ბრძანებულება № 785 - ვებგვერდი, 02 . 12 .2011წ.

10. მოქალაქემ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეიძლება გაიაროს შესაბამის სამოქალაქო თანამდებობებზე საქარ­თველოს სამხედრო ძალების სამშენებლო, სამეურნეო და სხვა ქვედანაყოფებში.

11. მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურის ვადის დასაწყისად ითვლება საქართველოს შრომის, ჯან­მრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში მითითებული თარიღი, ხოლო დამთავრების დღედ – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებული თარიღი.

12. სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია პასუხს აგებს მოქალაქის მიერ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურის გავლისათვის და კვარტალში ერთხელ ინფორმაციას აწვდის სახელმწიფო კომისიას.

13. სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია აწარმოებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ყოველ მოსამსახურეზე სააღ­რიცხვო ბარათს, რომელშიც აღინიშნება ამ უკანასკნელთა მიერ სამსახურის გავლის მსვლელობა. ბარათის ფორმას შეიმუშავებს და ამტკიცებს სახელმწიფო კომისია.

14. სამუშაო ადგილის ადმინისტრაცია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო კომისიას საწარმოს ორგანიზაციულ-სამარ­თლებრივი ფორმის ცვლილება.

15. მოქალაქეებს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამ­სახურ ის მოხდის პერიოდში ეძლევათ შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით ყოველწლიურად.

16. გარდა ამისა, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის პირობით მათ შეიძლება დამატებით მიეცეთ მოკლევადიანი უხელფასო შვებულება 10 დღემდე ვადით:

ა) ავადმყოფობის გამო;

ბ) ახლო ნათესავის (მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, და, ძმა, მეუღლე) გარდაცვალების ან მათი მძიმე ავადმყოფობის გამო;

გ) სტიქიური უბედურების შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზა­რალდა მისი ოჯახი.

17. მობილიზაციის, საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში შვებულებაში ან მივლინებაში მყოფი არ ა სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოს ა მსახურე ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს სამსახურის გავლის ადგილს, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა გამოცხადდეს უახლოესი თვითმმართველი ერთეულის, ხოლო ქალაქ თ ბილისში – რაიონის შესაბამის სამსახურში. შესაბამისი სამსახურის უფროსი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე შეატყობინოს სამსახურის გავლის ადგილის ადმინის ტ რაციას, რომელიც უზრუნველყოფს მოსამსახურის დაბრუნებას სამსახურის გავლის ადგილზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

თავი III

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილება, მივლინება და რეზერვში ჩარიცხვა

18. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურეები სამსახურს გადიან იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ჩარიც­ხული არიან.

19. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურის ერთი სამუშაო ადგილიდან მეორეზე გადა ყვანას ახდენს დეპარ­ტამენტი.

20. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მივლინებაში გაგზავნა ხდება სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რასაც იგი წერილობით ატყობინებს დეპარტამენტს.

21. მივლინებაში გაგზავნა ფორმდება სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის ბრძანებით. მისავლინებელ პირს მიეცემა სამივლინებო ფურცელი და სამივლინებო ხარჯები.

22. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრო­მით სამსახურს, პროფესიული მომზადებისათვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შეიძლება გაიგზავნოს შესაბამის სასწავლებელში. სწავლის დრო მას ეთვლება არასამხედრო, ალტერ­ნატიულ სამსახურად, ხოლო სასწავლებლიდან გარიცხვის შემთხვევაში მოქალაქეებს სწავლის პერიოდი არ ეთვლებათ არასამხედრო, ალტერნატიულ სამსახურად და ისინი იგზავნებიან დეპარტამენტში, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქის გაგზავნას სახელმწიფო კომისიის მიერ შერჩეულ სამუშაო ადგილზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გასავლელად.

23. მოქალაქე, რომელსაც გაუვიდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული ვადა, სამსახურიდან თავისუფლდება და ჩაირიცხება არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვში. სამსახურიდან დათხოვნილ პირებზე გაიცემა შესაბამისი დოკუმენტები (ცნობა-დახასიათება სამსახურის კეთილსინდისიერად გავლის შესახებ და სამუშაო ადგილის ადმინისტრაციის მიერ წარმოებული სააღრიცხვო ბარათი). აღნიშნული დოკუმენტებისა და დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ხდება მათი აღრიცხვაზე აყვანა თვითმმართველი ერ თ ეულის, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის შესაბამის სამსახურში სააღრიცხვო საბუთის გაცემით.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

24. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ვადამდე დაითხოვონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან შეიძლება პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან გადაიყვანონ სამხედრო სამსახურში.

25. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან სამ­ხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიულ  შრომით სამსახურში უკვე გავლილი ვადა სამხედრო სამსახურად არ ჩაითვლება.

თავი IV

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის თავისებურებანი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს

26. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამ­სახურეები საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურს გადიან არსებული ნორმატიული აქტების შემდეგ თავისებურებათა გათვალისწინებით:

ა) ჩერდება განსაკუთრებულ განკარგულებამდე ყველა მოსამ­სახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან დათ­ხოვნა არა უმეტეს სამი თვისა;

ბ) წყდება ყველა სახის შვებულებები (გარდა შვებულებისა ავადმყოფობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების გამო). შვებულებაში მყოფი მოსამსახურეები ვალდებული არიან სასწრაფოდ დაუბრუნდნენ სამსახურის გავლის ადგილებს;

გ) მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რეზერვში მყოფი მოქალაქეები ვალ დ ებული არიან დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ სამობილიზაციო მ ი წერილობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომისიაში, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამწვევ კომისიაში.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

27. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც შვებულებიდან ან მივლინებიდან არასაპატიო მიზეზით დროულად არ დაუბრუნდებიან სამსახურის გავლის ადგილებს, აგრეთვე რეზერვში ჩარიცხული პირები, რომლებიც თავს აარიდებენ მობილიზაციის დროს თვითმმართველი ერთეულის გამწვევ კომის ი აში, ხოლო ქალაქ თბილისში – რაიონის გამწვევ კომის ი აში გამოცხადებას, პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

28. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საჭიროების შემ­თხვევაში მოსამსახურეებს შეიძლება მიეცეთ მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ვადით.

29. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს ავადმყოფი მოსამსახურის მკურნალობა გრძელდება სამკურნალო დაწესებულებებში. ავადმყოფობის გამო შვებულების საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიას გამოაქვს დასკვნა მოსამსახურის არასამხედრო, ალტერ­ნატიული შრომითი სამსახურისათვის ვარგისიანობის შესახებ.

30. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მყოფი მოსამსახურეები, რომლებიც ცენტრალურ გამწვევ კომის იას თან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო-სამედიცინო საქსპერტო კომის ი ამ ცნო სამსახურისათვის უვა რ გისად, სამსახურიდან და თ ხოვნილ ი იქნებიან ავადმყოფობის გამო არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვიდან მოხსნით. ის პირები, რომლებიც ცნობილი იქნებიან შეზ ღ უდულად ვარგისებად სამსახურისათვის, არასამხ ე დრო, ალტ ე რნატიული შრომითი სამსახურიდან და თ ხოვნილი იქნებიან რეზერვში ავადმყოფობის გამო.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

თავი V

არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებული მოქალაქის უფლებები და გარანტიები

31. მოქალაქე, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრო­მით სამსახურს, სარგებლობს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით, გარდა „არა­სამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვებისა.

32. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში დასაქმებულ მოქალაქეს დამსაქმებლის მიერ სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე ეძლევა შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რომლის ოდენობა შეადგენს სახელმწიფოში დაწესებული მინიმალური ხელფასის ოდენობის თანხას.

საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 აპრილის ბრძანებულება №304 - ვებგვერდი, 17.04.2012წ.

33. არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში მოქალაქე მუშაობს 5-დღიანი სამუშაო კვირით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს კვირაში, თუ შრომის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

34. დაუშვებელია ყოველწლიური შვებულების შეცვლა ფულადი კომ­პენსაციით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურიდან დათხოვნილ პირს შვებულებით არ უსარგებლია.

35. მოქალაქეს, რომელსაც  უარი ეთქვა არასამხედრო, ალტერ­ნატიულ შრომით სამსახურში გაწვევაზე, შეუძლია 10 დღეში გაასაჩივროს სასამართლოში სახელმწიფო კომისიის დასკვნა.

36. მოქალაქის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) პრემიის მიცემა;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;

დ)  შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული წახალისების სხვა ღონისძიებები.

წახალისების უფლება აქვს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.

37. დისციპლინური გადაცდომისათვის მოქალაქის მიმართ გამო­იყენება სასჯელის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელები.

38. შენიშვნის, საყვედურის, სასტიკი საყვედურის გამოცხადების, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური სასჯელების გამოყენების უფლება აქვს სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.

კრებსითი — სრული ვერსია