საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების კოორდინაციისა და აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებათა გაფართოების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-04-28
გამოქვეყნების თარიღი
2001-05-31
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.001.
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების კოორდინაციისა და აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებათა გაფართოების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №161

2001 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთის ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარების კოორდინაციისა და აღრიცხვის სრულყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებათა გაფართოების შესახებ

 1. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის №272 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის დეპარტამენტი“;

ბ) დებულების 28-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს ე) ქვეპუნქტი.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 მაისის №303 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-2 მუხლის ო) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო­) საქართველოში შემოსული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, აგრეთვე სახელმწიფო სექტორში უცხოური ინვესტიციების კოორდინაცია. მიღებული სახსრებისა და ქონების მიზნობრივი და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება“.

ბ) დებულების მე-3 მუხლის ძ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ძ) საქართველოს მიერ მიღებული გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების, სახელმწიფო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების აღრიცხვა, მიმღებ სამინისტროებთან, სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად, შესაბამისი საჯარო რეესტრების წარმოება“;

გ) დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და შესაბამისად გადაინომროს არსებული მე-6 და მომდევნო პუნქტები:

„6. გენერალური ინსპექტორი ხელმძღვანელობს გენერალურ ინსპექციას, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სისტემის შიდა კონტროლს და ამოწმებს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა მუშაობის ეფექტიანობას“.

დ) დებულების მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჟ) , რ) და ს) ქვეპუნქტები:

„ჟ) საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებისა და პროგრამების დეპარტამენტი“.

„რ) ძვირფასი ლითონებისა და ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

„ს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია“.

ე) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს გ) ქვეპუნქტი.

ვ) დებულების ტექსტში სიტყვები „სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია“ შეიცვალოს სიტყვებით „ძვირფასი ლითონებისა და ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტი“.

3. საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღმოუჩინონ ქმედითი დახმარება ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებში ჩამოყალიბებული ფუნქციის შესრულებაში და მასთან წინასწარ შეათანხმონ საზღვარგარეთის დახმარებისა და განსახორციელებელი უცხოური ინვესტიციის ყველა პროექტი.

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2001 წლის 22 ივნისს, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2001 წლის 10 ივნისს.

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 მაისის ბრძანებულება №220 - სსმ III, №57, 01.06.2001 წ., მუხ.425

5. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 მაისის ბრძანებულება №220 - სსმ III, №57, 01.06.2001 წ., მუხ.425

ე. შევარდნაძე

     შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 მაისის ბრძანებულება №220 - სსმ III, №57, 01.06.2001 წ., მუხ.425

 

 

კრებსითი — სრული ვერსია