„გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-13
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.148.000688
„გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.148.000.688

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავებას“;

ბ) დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქმისწარმოებას მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით და მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტის შემუშავებას;“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ხმალაძე

კრებსითი — სრული ვერსია