საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №195
2001 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
ზ. ნოღაიდელისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს საქართველოსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის დაფინანსების ხელშეკრულებას – „კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია – I ფაზა“ და მის განსაკუთრებულ შეთანხმებებს.
ე. შევარდნაძე