საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
3885-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2010-12-22
სარეგისტრაციო კოდი
010190020.04.001.016007
საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონი

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 22.08.2001,     მუხ. 107) 43-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 904 მუხლით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ვადა არ ვრცელდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ცესკოსთვის ფულადი სახსრების გამოყოფის თაობაზე იძულებითი აღსრულება არ ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 7 დეკემბერი.

№3885–IIს

კრებსითი — სრული ვერსია