"მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1793
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-02-05
გამოქვეყნების თარიღი
1999-02-23
სარეგისტრაციო კოდი
210.000.000.54.001.000.486
"მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ"

საქართველოს კანონი

„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან (პარლამენტის უწყებანი, №8-9, 21.02.1998) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სარეგისტრაციო და სახელმწიფოს საექსპერტო მოსაკრებლები არ ვრცელდება სამრეწველო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით „საქპატენტის“ მიერ გაწეულ საქმიანობაზე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 5 თებერვალი

№1793–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია