საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
88
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-03-10
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-14
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.002.001.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №88

2001 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი წესით განკარგვის შესახებ

1. დაკმაყოფილდეს თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით გამოეყოს 300 კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ლოკომოტივის სტადიონის ტერიტორიიდან (სათადარიგო შესასვლელზე).

2. თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაკვეთით შეასრულოს მიწის ნაკვეთის გამოყოფა-გაფორმებასთან დაკავშირებული საჭირო სამუშაოები.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია