სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.161.000.578
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №49
2010 წლის 25 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება 2010 წლის 19 ივლისის №29 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლში.
მუხლი 2
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები
ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავება, არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის დადგენილება №52 - სსმ V, №32, 30.09.2010წ., მუხ.913