ქალაქ მოსკოვში, არბატის №42-ში არსებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის კულტურული ცენტრის ,,ქართული სახლის" შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
81
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-03-06
გამოქვეყნების თარიღი
2001-03-13
სარეგისტრაციო კოდი
450.190.000.05.002.001.
ქალაქ მოსკოვში, არბატის №42-ში არსებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის კულტურული ცენტრის ,,ქართული სახლის" შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №81

2001 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

ქალაქ მოსკოვში, არბატის №42-ში არსებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის კულტურული ცენტრის �ქართული სახლის� შესახებ

ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის, შემოქმედებითი პოტენციალის პოპულარიზაციისა და თანამედროვეობის მიღწევათა ფართო საზოგადოებრიობისათვის უკეთ გასაცნობად ქ. მოსკოვში, არბატის №42-ში არსებული საქართველოს სახელმწიფო უზრუნ�ველყოფის სამსახურის კულტურული ცენტრის �ქართული სახლის� უკეთ გამოყენების მიზნით:

დაევალოთ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს (ი. ანდრიაძე), საქართველოს საელჩოს რუსეთის ფედე�რაციაში (ზ. აბაშიძე) და ეთხოვოს საქართველოს სახალხო მხატვარს, საქართველოს დიზაინერთა ფონდის თავმჯდომარეს, აკადემიკოს ზურაბ წერეთელს წარმოადგინონ წინადადება კულტურული ცენტრის �ქართული სახლის� ორგანიზაციული ფორმირებისა და მისი შემდგომი ფუნქციონირების შესახებ, ერთ თვეში შეიმუშაონ კულ�ტურული ცენ�ტრის კონცეფცია, გრძელვადიანი სამოქმედო პროგრამა, წესდება და სტრუქტურა.

ე. შევარდნაძე

კრებსითი — სრული ვერსია