დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
63
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2001-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2001-02-28
სარეგისტრაციო კოდი
270.170.000.05.002.001.
დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №63

2001 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების შესახებ

1. დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების მიზნით, შეი­ქ­მ­ნას სამთავრობო კომისია საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით და დამტკიცდეს კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი 1).

2. დამტკიცდეს დასაქმების სფეროში რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებების თანდართული გეგმა (დანართი 2).

3. რეფორმის პირველი ეტაპის ღონისძიებების დაფინანსება განხორ­ციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

4. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების სახელმწიფო სამსახური და დამტკიცდეს მისი თანდართული დებულება (დანართი 3).

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე):

ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების სახელმწიფო სამსახურის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში აღნიშნული დაწესებულებისათვის გადასაცემი ქონების შესახებ წინადადებათა წარდგენა;

გ) დანიშნოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქ­მების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;

დ) ერთ თვეში მოამზადოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებუ­ლების პროექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

6. დასაქმების სახელმწიფო რეგულირებისა და აქტიური პოლიტიკის განხორციელების მიზნით, სოციალური პარტნიორობის პრინცი­პებიდან გამომდინარე, შეიქმნას და დამტკიცდეს დასაქმების ეროვნული საბჭოს თანდართული დებულება და შემადგენლობა (დანართი 4 და 5).

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 მაისის ბრძანებულება №194 - სსმ  III, №52, 21.05.2001 წ., მუხ.386

2. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ბრძანებულება №402 - სსმ III, №91, 18.09.2002 წ., მუხ.816

3. ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 13 ივლისის ბრძანებულება №569 – ვებგვერდი, 16.07.2012წ.

დანართი №1

დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომი­სიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტი

იოსებ არჩვაძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგი­ლე

თამაზ ბოლქვაძე – საქართველოს დასაქმების ერთიანი სახე­ლ­მწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოა­დ­გილე

ვარლამ ვახანია – საქართველოს სახელმწიფო კანცელა­რიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფრო­სის მოადგილე, სოციალური ეკო­ნო­მიკისა და პოლიტიკის ანალიზის განყო­ფილების უფროსი

აკაკი ზოიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოად­გილე

ნათელა თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველო­ბისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე

კოტე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პი­რ­ველი მოადგილე

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეკონომიკუ­რი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

ელგუჯა მექვაბიშვილი – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი

კახაბერ საკანდელიძე – საქართველოს დასაქმების ერთიანი სა­ხელ­მწიფო ფონდის დირექტორი

ზეზვა ღუღუნიშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელო­­ბის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობ­რივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდო­მარე

ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონა­ლური პოლიტიკისა და მართვის სამსახუ­რის უფროსი

მანანა ხაჩიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოად­გილე.

დანართი №2

დასაქმების სფეროში რეფორმის პირველი ეტაპის ღონისძიებების გეგმა

 

 

 

 

 

№

ღონისძიებები

მიმღები ორგა­ნო ან თა­ნა­მ­დე­ბობის პირი

შესრულების ვადა

შენიშვნა

1.

სამოქმედო გეგმა

 

 

 

1.1.

ბრძანებულების გამოცემა დასაქმების სფე­როში რეფორმის განხორციელებასთან და­კავ­შირებით

საქართველოს პრეზიდენტი

14 თებერვალი 2001 წელი

 

1.2.

კომისიის შექმნა დასაქმების სფეროში რეფორმის განხორციელების მიზნით

საქართველოს პრეზიდენტი

14 თებერვალი 2001 წელი

კომისიას უხელმძღვანელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

1.3.

დასაქმების სფეროში რეფორმის განხორ­ციელების გეგმის დამტკიცება

საქართველოს პრეზიდენტი

14 თებერვალი 2001 წელი

 

1.4.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას­თან (შსო) ურთიერთგაგების მემორან­დუმზე ხელ­მოწერა

შრომის, ჯანმ­რთე­­­ლობისა და სოციალური და­ც­ვის მინისტრი

25 ივლისი 2001 წელი

 

1.5.

ბრძანებულების გამოცემა დასაქმების სა­ხელმწიფო სამსახურის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი

14 თებერვალი

2001 წელი

 

1.6.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დი­რექტორის დანიშვნა

შრომის, ჯანმ­რ­თელობისა და სოციალური და­ცვის მინისტრი

თებერვალი

2001 წელი

 

2.

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

 

 

 

2.1.

რეფორმის პირველი ეტაპის კოორდინატორის დანიშვნა

შრომის, ჯანმ-

რთელობისა და

სოციალური და-

ცვის მინისტრი

21 თებერვალი 2001 წელი

კოორდინატორად დაინიშნება დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების დეპარტამენ­ტის უფროსი, რომელიც კოორდინირებას გაუწევს რეფორმის განხორციელებას და პასუხისმგებელი იქნება რეფორმის ჯგუფის ოპერა­ტიულ საქმიანობაზე

2.2.

რეფორმის ჯგუფის წევრების შერჩევა და დანიშვნა:

ა) დასაქმების პოლიტიკის საკითხებში - 2

ბ) შრომითი ურთიერთობების საკითხებ-

ში - 2

გ) პროფესიულ კავშირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერ­თობის საკითხებში - 1

დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურ­თი­ერთობის საკითხებში - 1

ე) საგადასახადო პოლიტიკის საკითხებში - 1

ვ) იურიდიულ საკითხებში - 2

ზ) საკონკურსო ტესტირების საკითხებში - 1

თ) ფინანსური მართვის საკითხებში - 1

ი) კომპიუტერული სისტემის მართვის სა­კით­ხებში - 1

ლ) საინფორმაციო უზრუნველყოფის საკით­ხებში - 1

მ) მდივანი-რეფერენტი - 2

შრომის, ჯანმ-

რთელობისა და

სოციალური და-

ცვის მინისტრი

 

 

 

 

კოორდინატორი

 

21 თებერვალი

2001 წელი

 

 

 

 

 

 

 

 

რეფორმის ჯგუფში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს შსო-ის, მსოფლიო ბანკის და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა

 

 

 

რეფორმის ჯგუფის წევრი იქნება დასაქმების სახელმწი­ფო სამსახურის დირექტორი

2.3.

შეირჩეს და გამოიყოს ფართობი რეფორმის განხორციელების ჯგუფისათვის

ჯანდაცვის მარ-

თვის ნაციონა-

ლური ცენტრის დირექტორი

21 თებერვალი 2001 წელი

რეფორმის განხორციელების ჯგუფი უნდა განთავსდეს ჯანდაცვის მართვის ნაციონა­ლუ­რი ცენტრის შენობაში

2.4.

შესაბამისი ტექნიკის შერჩევა რეფორმის განხორციელების ჯგუფისათვის

შრომის, ჯანმ-

რთელობისა და

სოციალური და-

ცვის მინისტრი

21 თებერვალი 2001 წელი

დასაქმების ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა ტექნიკით აღჭურვოს რეფორმის ჯგუფის ოფისი

2.5.

რეფორმის განხორციელების ჯგუფის სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა

ნაციონალური ცენტრის დირექტორი

21 თებერვალი 2001 წელი

უზრუნველყოფა ნაციონალური ცენტრის ხარჯზე

2.6.

რეფორმის ღონისძიებათა თანმიმდევრო­ბის დამტკიცება

შრომის, ჯანმ-

რთელობისა და

სოციალური და-

ცვის მინისტრი

21 თებერვალი

2001 წელი

 

2.7.

დასაქმების რეფორმის პირველი ეტაპის განმახორციელებელი ჯგუფის ბიუჯეტის დამტკიცება

მინისტრი

21 თებერვალი 2001 წელი

დაფინანსება განხორციელდეს სამინისტროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში

2.8.

რეფორმის ტექნიკური დახმარების პროექ­ტის წარდგენა შსო-ს და სხვა საერთა­შორისო ინსტიტუტებში

კოორდინატორი

18 აპრილი

2001 წელი

 

3.

რეფორმის ინფორმაციული უზრუნველყოფა

 

 

 

3.1.

რეფორმის ინფორმაციული უზრუნველყო­ფის ჯგუფის შექმნა

ა) საინფორმაციო სტრატეგიის დაგეგმვის;

ბ) სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთო­ბის;

გ) მედიის საშუალებებთან ურთიერთობის;

დ) საზოგადოებრივი აზრის შესწავლის;

მინისტრი კოორდინატორი

21 მაისი

 2001 წელი

 

3.2.

რეფორმის ინფორმაციული უზრუნველყო­ფის სტრატეგიის ჩამოყალიბება

მინისტრი კოორდინატორი

21 მაისი

 2001 წელი

 

3.3.

რეფორმის ინფორმაციული უზრუნველყოფა მედიის საშუალებით

კოორდინატორი

ივნისი

 

3.4.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლა

კოორდინატორი

ივნისი

 

4.

დასაქმების პოლიტიკა

 

 

 

4.1.

დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის კონ­ცეფ­ციის დამტკიცება

მინისტრი

მარტი-აპრილი 2001 წელი

 

4.2.

„დასაქმების შესახებ“ კანონის მიღება პარ­ლამენტში

მინისტრი

მარტი-აპრილი 2001 წელი

 

4.3.

„შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მიღება პარლამენტში

მინისტრი

მაისი-ივნისი 2001 წელი

 

4.4.

ნორმატიული აქტების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ბაზრის კვლევას და შედეგად სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების განსაზღვრას

მინისტრი

თებერვალი-მარტი

2001 წელი

 

4.5.

ნორმატიული აქტების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელებას

მინისტრი

თებერვალი 2001 წელი

 

4.6.

დასაქმების პოლიტიკის ძირითადი მიმარ­თუ­ლებების მიხედვით მონიტორინგის სისტემის შექმნისათვის წინადადებების მომზადება

კოორდინატორი

თებერვალი-

მარტი

2001 წელი

 

5.

დასაქმების სამსახურის რეფორმა

 

 

 

5.1.

დშდ-მა მეწარმეებთან, დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფე­სიულ კავშირებთან, დასაქმების კერძო სააგენტოებთან ერთად შეიმუშაოს ქარტია, რომელშიც დეტალურად იქნება გან­საზღვრული ყველა მხარის უფლება- მოვა­ლეობები

კოორდინატორი

2 მარტი

2001 წელი

 

5.2.

დასაქმების სამსახურის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრა იმ განზ­რახვით, რომ თითოეული თანამშრო­მელი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მოცემულ პერიოდში მის ფუნქციას

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

30 მაისი

2001 წელი

დასაქმების სახელმწიფო სამსა­ხუ­რის დირექტორის შ.ჯ.ს.ს.-ის მინისტრთან შეთანხმების შემ­დეგ

5.3.

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის განსაზღვრა იმ განზრახვით, რომ ფონდი იქნება დასაქმების პოლიტიკის დამფი-ნანსებელი

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

30 მაისი

2001 წელი

ფონდის დირექტორის სამინის­ტროს­თან შეთანხმების შემდეგ

5.4.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურში კონ­კურსის წესით მიღების პრინციპის დამ­კვიდ­რება, სადაც ყველა თანამდებობა ღია იქნება საზოგადოებისათვის

მინისტრი

30 მაისი

2001 წელი

 

5.5.

თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრა შემდეგი პრინციპების მიხედვით:

- რაიონულ (საქალაქო) და რეგიონულ სამსახურებში თანამშრომელთა რიცხვის დიფერენცირება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

- უმუშევრობის მაღალი დონის რაიონების თავისებურებების გათვალისწინება;

- საორგანიზაციო და ადმინისტრაციული ხარჯების მაქსიმალური შეფარდების უზ­რუნ­ველ­ყოფა სამსახურის ფუნქციებთან;

- თანამდებობრივი სარგოების გრადაციის სისტემის დანერგვა;

- თანამშრომელთა საშუალო ხელფასის შესაბამისობა სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმთან

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

30 მაისი

2001 წელი

 

5.6.

რეფორმის დასაწყისში დასაქმების სახელმ­წიფო სამსახურის საშტატო რიცხოვნობის განსაზღვრა 240 ერთეულით იმ განზრახ­ვით, რომ რეფორმის ბოლოს დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის თანამ­შრომელთა საერთო რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს 300-ს

რეფორმის განხორციელე-

ბის ჯგუფი

30 მაისი

2001 წელი

2000 წლის ოქტომბრისათვის დასაქმების ერთიანი სახელმ­წიფო ფონდის თანამშრომელ­თა რიცხვი იყო 680

5.7.

დასაქმების ეროვნული საბჭოს შექმნა ბრძა­ნე­ბულებით და ერთ-ერთ ფუნქციად მისთვის დასაქმების სამსახურებისა და იურიდიული პირების ურთიერთობების მონიტორინგის განხორციელების, რეფორ­მის სრული და ზედმიწევნითი შეფასების დაკისრება

საქართველოს პრეზიდენტი

14 თებერვალი 2001 წელი

ეროვნული საბჭო იქმნება სოციალური პარტნიორობის საფუძველზე პროფკავშირების, ხელისუფლებისა და მეწარმეთა გაერთიანებებისაგან

5.8.

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის რაიონული (საქალაქო) განყოფილებების გაუქმება

მინისტრი

მაისი

2001 წელი

 

5.9.

დასაქმების რეგიონული სამსახურებისათ­ვის შიდა კონტროლის ფუნქციის დაკისრება

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

2 მარტი

2001 წელი

კონტროლი იქნება დასაქმების რაიონულ (საქალაქო) სამ­სახურებზე

5.10.

ფუნქციური უფლება-მოვალეობების განმ­საზ­ღვრელი დებულებების შემუშავება შემდეგი მიმართულებებით:

ა) უმუშევართა აღრიცხვა, მონიტორინგი, შემწეობების დანიშვნა;

ბ) პროფესიული ორიენტაციის განხორ­ციელება;

გ) საზოგადოებრივი სამუშაოების ობიექტის განსაზღვრა;

დ) დასაქმების პროექტების შექმნა ან მათი პირველადი ექსპერტიზა

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

2 მარტი

2001 წელი

 

6.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ბიუ­ჯეტი

 

 

 

6.1.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის პრო­გ­რამული დაფინანსების მექანიზმის შემუ­შავება

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

30 მაისი

2001 წელი

 

6.2.

დასაქმების სამსახურისა და დასაქმების ფონდის საორგანიზაციო ხარჯების გან­საზღვრა საერთო ბიუჯეტის 5%-ის დონეზე

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

30 მაისი

2001 წელი

 

6.3.

დასაქმების რაიონული (საქალაქო) სამსა­ხურებისათვის პრემირების სისტემის შექმნა იმ განზრახვით, რომ პრემირების ფონდი განისაზღვრება არანაკლებ 40000 ლარის ოდენობით

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

30 მაისი

2001 წელი

 

7.

საკადრო რესურსები

 

 

 

7.1.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურში თა­ნამშრომელთა მიღების პროგრამის შე­მუშავება

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

30 მაისი

2000 წ.

პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი კერძო სამართლის სუბიექტად ჩამოყალიბდება

7.2.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანა­შრომელთა საკვალიფიკაციო ნორმა­ტი­ვების დადგენა

მინისტრი

30 მაისი

2001 წელი

 

7.3.

ბრძანება დასაქმების სახელმწიფო სამსა­ხურში თანამშრომელთა მიღებაზე კონკურ­სის გამოცხადების შესახებ

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი

30 მაისი

2001 წელი

 

7.4.

განცხადებების მიღება კონკურსში მონა­წილეობასთან დაკავშირებით საკვა­ლიფი­კაციო ნორმატივების გათვალისწი­ნებით

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

12 ივნისი

2001 წელი

 

8.

კონკურსი

 

 

 

8.1.

ბრძანების გამოცემა საკონკურსო პროგ­რამის შესახებ, სადაც აისახება კონკურსის პირობები და საკონკურსო საკითხები

მინისტრი

2 მარტი

2001 წელი

 

8.2.

მოსამზადებელი კურსების ჩამოყალიბება კონკურსანტთა სწავლების მიზნით

რეფორმის განხორციელების ჯგუფი, არასამთავრო-

ბო ორგანიზაციები

25 ივნისი

2001 წელი

მოსამზადებელი კურსები ჩატარდება თბილისში და რეგიონებში

8.3.

მოსამზადებელი კურსების პროგრამის შე­მუ­შა­ვება საკონკურსო საკითხებიდან გა­მომდინარე

ახალგაზრდა იურისტთა ასო-

ციაცია, რეფორმის განხორციელების ჯგუფი

25 ივნისამდე

 

მოსამზადებელი კურსებისათ­ვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოიცემა სპეციალური სახელმძღვანელო

8.4.

კომპიუტერული პროგრამების შემუშავება კონკურსის ობიექტურად, ერთ ფაზაში მოწყობის მიზნით

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

25 ივნისი

2001 წელი

 

8.5.

მოსამზადებელი კურსების მოწყობა

ნაციონალური ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ივნისი - ივლისი

2001 წელი

მოსამზადებელი კურსების ჩატარება დაგეგმილია ნაცი­ონა­ლური ცენტრის და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბაზაზე

8.6.

საკონკურსო ტესტების შედგენა კონფიდენ­ციალურობის უზრუნველყოფით:

ა) ადგილობრივი ექსპერტების მონაწილე­ობით - 4;

ბ) უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით - 2;

გ) რეფორმის განმახორციელებელი ჯგუფი­დან - 4.

მინისტრი

9 ივლისი

2001 წელი

 

8.7.

ბრძანება საკონკურსო კომისიის ფორმირებასთან დაკავშირებით:

ა) რეფორმის განხორციელების ჯგუფის წევრების მონაწილეობით;

ბ) მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით

მინისტრი

30 მაისი

2001 წელი

 

8.8.

ღია კონკურსის ჩატარება ერთ დღეს, ერთ ფაზად და გამარჯვებულთა გამოვლენა

საკონკურსო კომისია

28 ივლისი

2001 წელი

 

9.

დასაქმების სამსახურების ფორმირება

 

 

 

9.1.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამ­დებობრივი ინსტრუქციების შემუშა­ვება

რეფორმის განხორციელების ჯგუფი

23 მარტი

2001 წელი

 

9.2.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის თანამდებობებზე კონკურსში გამარჯვე­ბულთა დანიშვნა თანამდებობრივი ინსტრუქ­ციების გათვალისწინებით

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი

1 აგვისტო - 8 აგვისტო

2001 წელი

 

9.3.

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის რეორგანიზაცია

დასაქმების ფონდის დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

აგვისტო

2001 წელი

 

10.

სწავლება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

 

 

 

10.1.

ბრძანების გამოცემა, რათა მოეწყოს სას­წავ­ლო კურსები დასაქმების სამსახუ­რების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლე­ბის მიზნით

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი

7 აგვისტო

2001 წელი

სასწავლო კურსების ხელმძღ­ვა­ნელი იქნება ნაციონალური ცენტრის დირექტორი

10.2.

სასწავლო კურსებზე სამინისტროს თანამ­შრომელთა, უცხოელ სპეციალისტთა და სხვა დამოუკიდებელი ექსპერტების მოწ­ვევა სასწავლო სემინარების წარმართვის მიზნით

ნაციონალური ცენტრის დირექტორი

7 აგვისტო

2001 წელი

 

10.3.

სასწავლო პროგრამის შედგენა და მასალების მომზადება

ნაციონალური ცენტრის დირექტორი

აგვისტო-სექტემბერი 2001 წელი

 

10.4.

სასწავლო კურსების ჩატარება

ნაციონალური ცენტრის დირექტორი

2001 წლის განმავლობაში

ყველა თანამშრომელმ ა უნდა გაიაროს სასწავლო კურსი

11.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის საქ­მი­ა­­ნობის უზრუნველყოფა

 

 

 

11.1.

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის გარე აუდიტის მოწყობა

მინისტრი

თებერვალი-აპრილი

2001 წელი

 

11.2.

დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდის ქონების ნაწილის გადაცემა დასაქმების სახელმწიფო სამსახურისათვის

ქონების მარ­თვის სამინის­ტრო და შრო­მის, ჯანმრთე­ლობისა და სო­ციალური დაც­ვის სამინისტრო

აგვისტო-სექტემბერი

2001 წელი

ქონების გადაცემის პროცესში მონაწილეობენ დასაქმების სახელმწიფო სამსახურისა და დასაქმების ფონდის დირექტო­რები

11.3.

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის ცენტ­რალური და რეგიონული რგოლების კომპი­უტერიზაცია და ერთიან საკომუნი­კაციო ქსელში გაერთიანება

დასაქმების სახელმწიფო სამსახურის დირექტორი

აგვისტო-სექტემბერი

 2001 წელი

დაფინანსება დასაქმების სა­ხელმწიფო პროგრამებიდან

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 17 მაისის ბრძანებულება №194 - სსმ  III, №52, 21.05.2001 წ., მუხ.386

დანართი №3

                                                                                                             (ძალადაკარგულია)    

საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 13 სექტემბრის ბრძანებულება №402 - სსმ III, №91, 18.09.2002 წ., მუხ.816

დანართი № 4

დასაქმების ეროვნული საბჭოს დებულება

I. ზოგადი დებულება

1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული დასაქმების ეროვნული საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სოციალური პარტნი­ორობის პრინციპზე ფორმირებული მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანო, სადაც პარიტეტულ საწყისებზეა წარმოდგენილი აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირების, მეწარმეთა გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

2. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმე­ბებით, „დასაქმების შესახებ“ კანონით, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, სხვა ნორმატიული აქტებით.

II. საბჭოს მიზნები და კომპეტენცია

4. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

ა) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმარ­თუ­ლებათა შემუშავება;

ბ) დასაქმების ეროვნული, რეგიონული, ადგილობრივი, სპეცია­ლური პროგრამების შეთანხმებული შემუშავება;

გ) მცირე და საოჯახო ბიზნესის ხელშეწყობა დასაქმების მიზნით;

დ) შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირებაში მონა­წილეობა;

ე) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციების კონვენციებისა და რეკო­მენდაციების, აგრეთვე ევროპის სოციალური ქარტიის ძირითადი პრინციპების დაცვა.

5. საბჭოს კომპეტენციაში შედის:

ა) დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართუ­ლე­ბათა შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

ბ) კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;

გ) დასაქმების პროგრამების ექსპერტიზა და ინიცირება;

დ) უმუშევრობის პრობლემების მოგვარებაში აქტიური მონაწი­ლეობა;

ე) შრომითი მიგრაციული პროცესების რეგულირებაში, საქართ­ველოს შრომის ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ვ) სოციალური პარტნიორობის ფარგლებში გენერალური და დარგობ­რივი ხელშეკრულებების შემუშავებაში, გაფორმებასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) დასაქმების პროგრამების რეალიზაციის შედეგების შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება.

III. საბჭოს უფლება-მოვალეობანი

საბჭო უფლებამოსილია:

6. განიხილოს თავის სხდომებზე დასაქმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მოამზადოს შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტები საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად.

7. მოისმინოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სხვა სამთავრობო დაწესებულებების, აგრეთვე თვითმმარ­თველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ინფორმაციები დასაქმების აქტიური პოლიტიკის რეალიზების საკით­ხებზე და მიიღოს მონაწილეობა სათანადო წინადადებების შემუშავების პროცესში.

8. მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო მმართველობის ნების­მიერ ორგანოსაგან, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისაგან მასალები და ინფორ­მაციები საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში.

9. სახელმწიფო საკუთრების საწარმოთა პრივატიზების პროცესში მოახდინოს წარმოშობილი უმუშევართა ფენის მიმართ დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირება.

10. სახელმწიფო საკუთრების საწარმოთა პრივატიზების პრო­ცესში მონაწილეობა მიიღოს მუშაკთა სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტაში.

11. რეკომენდაცია გაუწიოს დასაქმების სფეროში მოღვაწე სპე­ციალისტებს საზღვარგარეთ მივლინებისათვის – გამოცდილების გასაზი­არებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სხვადასხვა კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობის მისაღებად.

12.დააყენოს საკითხი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობის მიზეზების შესწავლის შესახებ.

13. უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებასთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

IV. საბჭოს სტრუქტურა

14. საბჭო შედგება სახელმწიფო ხელისუფლების, პროფესიული კავშირების, მეწარმეთა გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანი­ზაციების წარმომადგენლებისაგან.

15. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას და წარმართავს საბჭოს სხდო­მებს.

16. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს, აგრეთვე საბჭოს მიმდინარე საქმიანობას ახორციელებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

17. საბჭო პროფესიული კავშირების მიერ გაფორმებული დარგობრივი ხელშეკრულებების საფუძველზე მონაწილეობს დასაქმების პროცესების რეგულირების, შრომის პირობების დაცვისა და შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგებაში, „ფარული დასაქმებისა და ფარული ხელფასის“ ლეგალიზაციაში.

V. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

18. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯ­დომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის წარდგინებით.

19. საბჭოს მუშაობის ორგანიზებისათვის იქმნება აპარატი, პასუხის­მგებელი მდივნისა და თითოეული მხრიდან თითო წარმომადგენლის შემადგენლობით. აპარატის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საბჭო.

20. საბჭოს სხდომებზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:

ა) საბჭოს თავმჯდომარეს;

ბ) საბჭოს წევრებს;           

გ) აუცილებლობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოად­გილის წარდგინებით – სხვა პასუხისმგებელ მუშაკებს.

21. საბჭო, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტე­ბი­დან გამომდინარე, ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზი­დენტის ბრძანებულებების, განკარგულებების შესამუშავებლად.

22. საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი – საბჭოს თავმჯდომარე.

23. საბჭო მოისმენს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებე­ბის, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ინფორ­მაციებს დასაქმების პოლიტიკის რეალიზების საკითხებზე, რის შემდეგ ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და საოქმო ჩანაწერების სახით.

VI. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი

24. საბჭოს სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ კვარ­ტალში ერთხელ მაინც, საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

25. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრე­ზიდენტის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმის საფუძველზე.

26. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ადგენს წლიური და კვარტალური სამუშაო გეგმების პროექტებს შემოსულ წინადადებათა საფუძველზე, აზუსტებს საკითხთა განხილვის ვადებს და წარუდგენს დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს.

27. საბჭოს სხდომის სამუშაო გეგმიდან საკითხების ამოღება ან მათი განხილვის ვადების შეცვლა შეიძლება საბჭოს თავმჯდომარის მო­ა­დ­გილესთან შეთანხმებით.

VII. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის წინასწარი განხილვა

28. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს განიხილავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, რომელსაც შემდგომ ამტკიცებს საბჭოს თავმჯ­დომარე – საქართველოს პრეზიდენტი.

29. საბჭოს დღის წესრიგის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად ხუთი დღით ადრე ბარდებათ საქართველოს პრეზიდენტსა და საბ­ჭოს წევრებს.

VIII. საკითხების შეტანა საბჭოს სხდომაზე განსახილველად

30. საბჭოს განიხილავს:

ა) საბჭოს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს;

ბ) მოისმენს ანგარიშს დასაქმების პოლიტიკის რეალიზების სა­კით­ხებზე.

31. საბჭოს სხდომაზე განსახილველ თითოეულ საკითხზე მომზადებულ უნდა იქნეს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული მიმართულებები, რეკომენდაციები, პროგ­რამები და პროექტები; მოხსენებით ბარათს თან უნდა ახლდეს შესაბამისი გადაწყვეტილების (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანე­ბულების, განკარგულების ან საოქმო ჩანაწერის) პროექტი.

32. საბჭოს სხდომაზე განსახილველი პროექტები, რომლებიც შეეხება საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყებების, ქალაქებისა და რაიონების გამგეობების ინტერესებს ან კომპეტენციას, წინასწარ უნდა იქნეს მათთან განხილული.

33. საქართველოს სამინისტროების, დეპარტამენტების, უწყე­ბების, ავტონომიური რესპუბლიკების, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელები მოვალენი არიან მისცენ დას­კვნა მათ მიერ განხილულ, საბჭოს სხდომაზე გასატან საკითხთა პრო­ექტებს მათი მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში, ხოლო იმ შემთ­ხვევაში, თუ არ ეთანხმებიან, დაასაბუთონ საწინააღმდეგო მოსაზ­რებანი და თან დაურთონ შემოთავაზებული რედაქცია.

34. საბჭოს სხდომის გამართვამდე 10 დღით ადრე სამინისტროები, დეპარტამენტები, უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ საბჭოს მზა მასალები სხდომაზე განსახილველად.

35. საბჭოს სხდომებზე შემოტანილ არადამაკმაყოფილებლად და რეგლამენტის დარღვევით მომზადებულ საკითხებს საბჭოს აპარატი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით, უბრუნებს საკით­ხის შემომტანთ ხელახალი გადამუშავებისათვის.

IX. საბჭოს სხდომები

36. საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებთან ერთად იწვევენ დაინტერესებულ უწყებათა და ორგანიზაციათა წარმომადგენლებს.

37. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხზე მომხსენებელს ეძლევა არა უმეტეს 15 წუთისა, თანამომხსენებლებს – 7 წუთი, კამათში მონაწილეებს – 3-5 წუთი.

38. საბჭოს სხდომათა ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზა­დებს საბჭოს აპარატი.

39. საბჭოს სხდომებზე შენიშვნის გარეშე მიღებულ საქართველოს პრეზიდენტის აქტებს საბჭოს აპარატი აფორმებს მეორე დღეს. ­განხილულ საკითხებზე გამოთქმული შენიშვნები, წინადადებანი და მითითებანი პროექტებში შეაქვს საკითხის შემომტანს. პროექტებს საბოლოო რედაქციით ვიზას ადებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და წარადგენს ხელმოსაწერად.

40. საბჭოს ხელმოწერილ სხდომის ოქმებსა და პრეზიდენტის აქტებს საბჭოს აპარატი უგზავნის ადრესატებს ხელმოწერიდან 3 დღის განმავლობაში.

41. საბჭოს ხელმოწერილი ოქმები, პრეზიდენტის ბრძანებუ­ლე­ბები, განკარგულებები ეგზავნებათ საბჭოს წევრებს, აგრეთვე სახელმ­წიფო ორგანოებს, ორგანიზაციებსა და თანამდებობის პირებს დად­გენილი სიის მიხედვით.

42. საოქმო ჩანაწერები ეგზავნებათ შემსრულებლებს სხდომის ოქმიდან ამონაწერის სახით.

43. ცალკეული გადაწყვეტილებანი ეგზავნებათ შემსრულებლებს იმ სიის მიხედვით, რომელსაც ადგენს საკითხის შემომტანი.

დანართი №5

დასაქმების ეროვნული საბჭოს შემადგენლობა

1. სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან:

ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საბჭოს თავმჯ­დო­მარე

გიორგი არსენიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, საბ­ჭოს თავმჯდომარის მოადგილე

ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საბჭოს თავ­მ­ჯდომარის მოადგილე

თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკო­­­­ნომიკური რეფორმების საკითხებში

თემურ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დე­­პარტამენტის თავმჯდომარე

ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდო­მა­რე

ვალერი ვაშაკიძე – საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების მინისტრი

ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი

თედო ისაკაძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მო­ადგილე

ოთარ კახაძე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის მინისტრი

დავით კირვალიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ზეზვა ღუღუნიშვილი – საქართველოს პარლამენტის ჯანმრთე­ლო­ბის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომი­ტეტის თავმჯდომარე

ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი

ლონდერ ცაავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მი­ნისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

დაზმირ ჯოჯუა – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სო­ციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი

ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონული პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფრო­სი.

2. მეწარმეთა გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგა­ნიზაციების მხრიდან:

ალექსი ალექსიშვილი – ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

ზურაბ გვასალია – საქართველოს ბანკების ასოციაცია

გიორგი გოცაძე – საერთაშორისო ფონდი „კურაციო“

არმაზ თავაძე – ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია

ომარ კიზივაძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირი

ლია მუხაშავრია – „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

იური პაპასქუა – თბილისის მცირე მეწარმეთა კავშირი

თემურ ჭყონია – საქართველოს გადამხდელთა კავშირი

მამუკა ხაზარაძე – საქართველოს გადამხდელთა კავშირი

დ ევი ხეჩინაშვილი – საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია

თინა ხიდაშელი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

3. პროფესიული კავშირების მხრიდან:

ზვიად ბრეგვაძე – მრეწველობის და ვაჭრობის მუშაკთა დარ­გობრივი პროფკავშირი

ზურაბ დიდიშვილი – საქართველოს კავშირგაბმულობის მუშაკ­თა პროფესიული კავშირი

ალექსანდრე ლომიძე – საქართველოს ნავთობისა და გაზის მრეწ­ველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი

ირაკლი პეტრიაშვილი – სს AES „თელასის“ პროფესიული კავშირი

მერაბ ჟურული – მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფესიული კავშირი

გიორგი ტორონჯაძე – საქართველოს ბანკების, საფინანსო-საინ­ვეს­ტიციო და სადაზღვევო კომპანიების მუშაკთა პროფესიული კავშირი

ირაკლი ტუღუში – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება

რობერტ ურჯუმელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გადამმუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი

ზაზა ჩხიკვიშვილი – საქართველოს საავტომობილო ტრანს­პორ­ტის მუშაკთა დარგობრივი დამოუკი­დებელი პროფესიული კავშირი.

კრებსითი — სრული ვერსია