საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
2001 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ
„საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების, საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა შემდგომი სრულყოფისა და უცხოეთის ორგანიზაციების ხელშეწყობით შექმნილი პროგრამების განვითარების მიზნით:
1. „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით.
2. „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის“ მართვა განახორციელოს საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭომ.
ე. შევარდნაძე