საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №34
2001 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის დ. მირცხულავასთვის ტერიტორიის მფლობელი მთავრობის ხელშეკრულების ხელმოსაწერად უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს დავით მირცხულავას, რათა კომპანია „კონოკო პეტროლეუმ ოპერეიშენზ ინკორპორეითიდთან“ საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს ტერიტორიის მფლობელი მთავრობის ხელშეკრულებას.
ე. შევარდნაძე