„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2010-07-21
გამოქვეყნების თარიღი
2010-08-05
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.123.000088
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.123.000.088

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წლის 21 ივლისი

ქ. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილების №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულება/ პირველი მუხლის, პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ ქუთაისის მერიის აპარატი /შემდგომში – „აპარატი“/ არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერიის საქმიანობის საორგანიზაციო, დოკუმენტირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მატერიალურ-ტექნიკურ, საინფორმაციო და სამართლებრივ უზრუნველყოფას“.

    მუხლი 2

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №229 დადგენილების №1 დანართის /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – მერიის აპარატის დებულება/ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „დ“ ქვეპუნქტი, მე-3 მუხლის მე-10 პუნქტიდან – სიტყვა „საგარეო“, ხოლო, მე-4 მუხლიდან – მე-4 პუნქტი მთლიანად.

    მუხლი 3

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში /ვ. კუპრაძის ქუჩა №11/.

    მუხლი 4

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია