მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
24
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-24
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.153.000484
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.35.130.000.484

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. მცხეთა

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის №476 ბრძანებულების (დანართი №4) შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 25 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №5 დადგენილება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე

ა. კალანდაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - მცხე თის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 ოქტომბრი ს დადგენილება №45 - ვებგვერდი, 25 . 1 0.2012წ.

 

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

1.

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2.

თავმჯდომარის მოადგილე

1100

3.

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

4.

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე,

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

 

650

5

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე (უფროსი საჯარო თანამდებობის პირი)

450

6.

მთავარი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

420

7.

წამყვანი სპეციალისტი (უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი)

400

 

კრებსითი — სრული ვერსია